Wednesday, September 30, 2009

Tuesday, September 29, 2009

ქარვასლები

ქარვასლა ძველ თბილისში მრავალფუნქციური დატვირთვის ნაგებობა იყო. რამოდენიმე სართულიანი შენობა სასტუმროდ, საქონლის საწყობად და დუქნებად გამოიყენებოდა.
დღესდღეობით თბილისში შემორჩენილი ქარვასლები XIX საუკუნეს მიეკუთვნება. ზოგიერთი მათგანი საცხოვრებლად გამოიყენება. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს-არწრუნის ქარვასლაში დღეს თბილისის ისტორიის მუზეუმია განთავსებული.
ქარვასლამ სახელწოდება მფლობელის სახელიდან მიიღო. იგი XIX საუკუნეს პიველ ნახევარში გეურქ აღა-არწრუნის მიერ როსტომ მეფის დროს, 1650 წელს აგებული ქარვასლის საძირკველზე აშენდა. ქარვასლაში განთავსებული იყო 33 სასტუმრო ოთახი, 25 დუქანი, საწყობები და სათავსოები. 1855 წელს მომხდარმა ხანძარმა შენობა დააზარალა, რასაც მისი გადაკეთება მოჰყვა, თუმცა ქარვასლას თავისი ფუნქცია 1920-იან წლებამდე არ დაუკარგავს.
ქარვასლი ცენტრს მისი შიდა ეზო წარმოადგენს, რომელიც 1984წლის რესტავრაციის დროს კამარით გადახურეს. ეზოს გარშემო ორ სართულად განლაგებული სათავსებია კონცენტრირებული. ფასადები სხვადასხვა პერიოდსა და სტილს მიეკუთვნება: სანაპიროსკენ მიქცეული ფასადი 1820 წლით თარიღდება და რუსული კლასიციზმის თვალნათელ მაგალითს წარმოადგენს, ხოლო სიონი ქუჩისკენ გამომავალი 1912 წლის ფასადი მოდერნის სტილისთვის მახასითებელ ელემენტებს შეიცავს. ინტერიერში შემორჩენილია როსტომის დროინდელი ნაგებობის სარდაფები.
ქარვასლა-მუზეუმში პირველ სართულზე წარმოდგენილი მუდმივი ექსპოზიციის გარდა მეორე სართულის დარბაზებში სხვადასხვა სახის გამოფენები და პრეზენტაციები ეწყობა.